"მსოფლიო იცვლება... ჩვენ შევძლებთ სამყარო უფრო სამართლიანი გავხადოთ" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საუბრობს და რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის მოძრაობის პირველი კონგრესის მონაწილეებს მიმართავს.
„დიდი ცვლილებები ხდება დღეს არა მარტო რუსეთში, იცვლება მთელი მსოფლიო. მე მჯერა, რომ ეს არის ცვლილებები უკეთესობისკენ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი საქმით, ქმედებებით, მონდომებითა და ამავდროულად ჩვენი ზრახვების ღიაობით, გეგმებით, პრინციპებით, ჩვენ შევძლებთ სამყარო გავხადოთ უფრო სამართლიანი..." - თქვა მან.