ისრაელში, "ჰამასის" ტერორისტების თავდასხმის მძიმე დეტალებს ფესტივალის მონაწილე რური სვიდლერი რადიო მაესტროს ეთერში, ჟურნალისტ ლევან ჭითანავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვება.
თქვენთან საუბარს დავიწყებ იმ ტრაგედიით და საშინელებით, რომელიც 7 ოქტომბერს, შვიდის ნახევარზე დაიწყო. საუბარია, უდაბნოში ღაზას სექტორთან მიმდინარე ფესტივალზე, რომელიც ტეროროსტების, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ სამიზნე გახდა. თავდასხმის დროს თქვენ ამ ფესტივალზე იმყოფებოდით, რეალურად რა ხდებოდა, შეგიძლიათ გაიხსენოთ და ჩვენს მსმენელს და მაყურებელს მოუყვეთ?
ეს იყო, ჩვეულებრივი ფესტივალი, მე თავად კლიპ-მეიქერი ვარ და მსგავს ფესტივალებს, კვირაში ერთხელ მაინც ვიღებ, არა მხოლოდ ისრაელში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, ვერც კი წარმოვიდგენდი იმას, რაც ჩემი თვალით ვნახე. დაახლოებით დილის შვიდის ოცდარვა წუთზე, ჩვენს თავზე ორი აფეთქება მოხდა, პირველად ვიფიქრე, რომ ეს შეიძლება ფეირვერკის ხმა ყოფილიყო, ვინაიდან ბევრი რამ მინახავს ფესტივალებზე და მეგონა, ფესტივალის ნაწილი იყო ეს აფეთების ხმაც. თუმცა, რამდენიმე წამში მივხვდი, რომ რკინის გუმბათი იწყებდა სარაკეტო იერიშების მოგერიებას. სარაკეტო თავდასხმა არ წყდებოდა, ასეთი მასირებული თავდასხმა მე არ მინახავს არასოდეს. მუსიკა მალევე გაითიშა და ყველას მოგვიწოდეს მიწაზე დავწოლილიყავით, რათა ნამსხვრევებით ჩვენი დაზიანება არ მომხდარიყო. მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი სცენის ქვეშ ვიმალებოდით, ათი წუთის განმავლობაში, დაახლოებით 500 რაკეტის აფეთქება მოხდა რკინის გუმბათის მიერ. კარგად რომ გაიგოთ, ეს ყველაფერი ჩვენს თავზე ხდეობდა, ჩვენ ეპიცენტრში მოვხვდით ამ ყველაფრის. ჩვენ თავზე იყრებოდა ყველაფერი. რამდენიმე წუთის შემდეგ, დარჩენილი პოლიციელებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ სასწრაფოდ უნდა დაგვეტოვებინა ეს ადგილი. გვითხრეს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა წავსულიყაით.
დაახლოებით, რამდენი ადამიანი იყო, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ფესტივალში?
დაახლოებით 4000-მდე ადამიანი მონაწილეობდა ფესტივალზე.
რამდენად მალე მიხვდით იმას, რომ ტერორისტების ტავდასხმის ქვეშ იმყოფებით, რამდენად ოპერატიულად მიხვდით თუ რა ხდებოდა რეალურად?
ჩვენ ამას მივხვდით, როდესაც გზაზე გავედით. მე გამიმართლა იმით, რომ ჩემი მანქანა გზაზე გასასვლელთან ახლოს მეყენა. მე, ზოგადად, არასოდეს ვაყენებ მანქანას ფესტივალზე შესასვლელთან, რადან ვიცი რომ მერე მომიწევს საცობში დგომა. სწორედ ამ მიზეზით, ამჯერადაც მანქანა დავაყენე ტყის მხარეს, ჩემი მანქანა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დაიწყო იქიდან გასვლა. მაგ დროს ჯერ არ დაწყებულა სროლები. თუმცა, ვხედავდი, გასასვლელიდან მარცხნივ, მანქანიდან გადმოვიდნენ პოლიციის ფორმაში, მოგვიანებით მივხდვი რომ ეს ადამიანი პოლიციის ფორმაში გადაცმული ტერორისტი ყოფილა. წარმოიდგინეთ, ვაპირებდი მასთან გაჩერებას და მეკითხა, რატომ არ შეიძლებოდა მარჯვნივ გადახვევა. არ ვიცი ეს რატომ არ გავაკეთე, ალბათ იმიტომ, რომ როდესაც მას შევხედე, საეჭვოდ იღიმებოდა. მან გამიღიმა და მე მარცხნივ გადავუხვიე, რის შემდეგაც რამდენიმე წამში სროლები დაიწყო. იმ გზაზე, სადაც გვიშვებდნენ, თურმე იქიდან ტერორისტების რამდენიმე დაჯგუფება მოემართებოდა, ჩემს წინ კი სამი მანქანა მიდიოდა, უცებ ვერ მივხდი, ეს მანქანები მოულოდნელად, ზოგი საით, ზოგი სად უხვევდა, ღმერთის წყალობით, მე რეაგირება მყისიერი მოვახდინე და გაურკვეველ მანძილზე მალევე გადავუხვიე. საბედნიეროდ, ჩემს მანქანას არცერთი ტყვია არ მოხვედრია.
გამოდის, თქვენი მანქანის მიმართულებით არც უსვრიათ?
ჩემი მანქანის მიმართულებით კი ისროდნენ, მაგრამ როგორც გითხარით ჩემს წინ სამი მაქნანა იყო. ეს მანქანები აღმოჩდნენ დამცავ ფარად. ყველა ტყვია, რომელიც ჩვენს მიმართულებით მოდიოდა, ამ მანქანებს მოხვდათ. მე რომ ვყოფილიყავი პირველ მანქანაში, ახლა თქვენთან არ ვიქნებოდი.
რეალური მდგომარეობის შესახებ თქვენ პოლიციელებისგან გაიგეთ, თუ თავად მიხვდით ყველაფერს?
ის პოლიციელები, რომელბიც უშუალოდ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, მათგან არც იყო საჭირო რამე გაგვეგო, რადგან რამდენიმე წუთის შემდეგ ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. ვინაიდან, ჩვენს თავზე ასობით რაკეტა მოფრინავდა. უნდა ვთქვათ, რომ მსგავს რაღაცეებს ჩვენ მიჩვეული ვართ, ჩვენ გვეგონა, სარაკეტო იერიშები, რამდენიმე წუთში დასრულდებოდა, რადგან, თითქმის ყოველი დილა ასე იწყება ჩვენთან. დილა მშვიდობისა - ისრაელში რაკეტებით ითქმევა. გზაზე, პოლიციელები არ ჩანდნენ, ყველაფერს ჩემით მივხვდი, სროელბის დაწყების შემდეგ.
რომ დავაზუსტოთ: თქვენ ამბობთ რომ ის პოლიციელები, რომლებიც ფესტივალზე იმყოფებოდნენ, რეალურად ადგილობრივი პოლიციელები იყვნენ, ხიოლო გზად ვინც შეგხვდათ - გადაცმული ტერორისტები იყვნენ?
დიახ, გზაზე მყოფი პოლიციელები იყვნენ ტერორისტები.
ასევე მინდა დაგისვათ კითხვა, ვრცელდება კადრები იმის შესახებ, რომ „ჰამასის“ წარმომადგენლები ხელნაკეთი საშუალებებით მოფრინდნენ. თქვენ აღნიშნული თავად ნახეთ?
მე ე.წ. დელტაპლანები არ მინახავს, ეს მხოლოდ ვიდეოებში ვნახე. თუმცა, დიახ, ეს ასეც იყო. მოფრინდნენ, მოვიდნენ მანქანებით, მოტოციკლებით. მათ, გარკვეულ მომენტში ტანკის გატაცებაც შეძლეს და ტანკზე ამხედრებულები მოვიდნენ, ჩემი მეგობრები ამ ტანკქვეშ გარდაცვლილები ვნახეთ.
ასევე საინტერესოა, მას შემდეგ, რაც მათ მოახდინეს ფესტვივალის ალყაში მოქცევა, რა მომედებებს ახორციელებდნენ, ყველას ესროდნენ, თუ ადამიანები ტყვედ აჰყვადათ?
ისროდნენ და ესროდნენ ყველას, მათი მთავარი მოქმედება იყო - მოეკლათ ადამიანები. მოვიდნენ მოსაკლავად, იქ მძიმე შეიარაღებაც გამოიყენებოდა, ე.წ. ბაზუკები. ტყვიამქფრევები, კალაშნიკოვის ავტომატები, ეს არაადამაინები მოვიდნენ მოსაკლავად.
ანუ, გამოდის იქიდან ტყვედ ადამიანები არ აუყვანიათ?
მე ეს ჩემი თვალით არ მინახავს, რადგან მოვასწარი იმ ტერიტორიის დატოვება. იმ წუთებში, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო. სასწაულებრივად გამოვასწარი, თითქოსდა მე თავიდან დავიბადე, ეს იყო სასწაული. შემდეგ, იქიდან ნაცნობები და მეგობრები მირეკავდნენ, ძალიან ბევრი ვიდეო მივიღე და ვნახე. ვისი აყვანაც შეეძლოთ ტყვედ, აჰყავდათ, ვისი არ შეეძლოთ კლავდნენ, ადამიანებთან, რომლებიც დაჭრილები იყვნენ, მიდიოდნენ და საკონტროლო გასროლას ახორციელებდნენ. მათვის არ ჰქონდა მნიშნელობა, გოგო იყო თუ ბიჭი, ყველას თავში ესროდნენ.
ფესტივალის მონაწილეები აცხადებენ, რომ რამდენიმე საათის განმვალობაში იმალებოდნენ. რისი თქმა შეგიძლიათ, შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეაგირების შესახებ?
არანაირი რეაქცია არ ყფილა. სწორედ რომ ეს ჩემთვის გაუგებარია, სად იყვნენ შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები? ჩვენი ქვეყანა იმდენად პატარაა, რომ ვერტფრენით იქამდე ნებისმიერი ადგილიდან ერთ საათში შეიძლებოდა მისვლა. სად იყო დახმარება? ჩემი ერთი მეგობარი, ბუჩქებში 20 საათის განმავლობაში იმალებოდა, მეორე 6 საათის განმავლობაში. სად, სად იყო დახმარება?
რისი თქმა შეგიძლიათ, ნაცნობებზე, ასევე სავარაუდოდ, ფესტივალის ორგანიზატორებსაც იცნობდით. ბევრი ადამიანი გადაურჩა თავდასხმას?
დიახ, საბედნიეროდ უმრავლესობა გადარჩა. მაგრამ, როგროც ჩემი ახლობლები მიყვებიან და საკუთარი თვალით ნახეს, 300-მდე ადამიანი მოკლეს ტერორისტებმა. 200-მდე ადამიანი კი მძევლად აიყვანეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს. როგორც გითხარით, ფესტივალზე 4000-მდე ადამიანი იყო, ასე რომ... შეგიძლიათ, დაითვალოთ, 3500-მდე გადარჩა, 500 კი....
იმ მანქანებიდან, რომლებიც, როგორც თქვენ ამბობთ, სამი მანქანა იყო, გაქვთ რაიმე ინფორმაცია, იქიდან ვინმე გადარჩა?
ჩემს წინ მიმავალ მანქანებში მყოფ ადამიანებს მე არ ვიცნობდი და არ ვიცი მათ რა ბედი ეწია. მაგრამ, ბევრი ჩემი მეგობარი და ნაცნობი, რომელბიც გადარჩნენ ისეთი რაღაცეები ნახეს, რომ... მაგალითად, ჩემი ერთი მეგობარია, გზის იქით ბეტონის ბომბის თავშესაფარში შევიდა, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დაბომბვის დაწყების თანავე თავი შეაფარეს, ამ ბეტონის ოთახებში მიდიოდნენ ეს არაადამიანები და მასობრივად ხვრეტდნენ ადამიანებს, ჩემი მეგობარი გადარჩა, იმის გამო რომ მის წინ ოთხ ზოლში იდგნენ ადამიანები და ტყვია მას არ მოხვდა, ის ექვსი საათის განმავლობაში დაცხრილულ ადამიანებქვეშ იმყოფებოდა და შემდეგ შეძლო იქიდან გამოსვლა, მიაღწია იქამდე, რომ მისთვის გაეწიათ დახმარება. სხვა მსგავს თავშესაფარ ადგილებში ყუმბარებს აგდებდნენ და ისე ხოცავდნენ იქ მყოფ ადამიანებს.
ძალიან რთულია ამ ყველაფრის მოსმენა, თქვენ ახლა ისრაელში იმყოფებით?
დიახ, დიახ.
შეგიძლიათ გვითხრათ, რა მდგომარეობაა ამ დროისთვის, მუშაობს თუ არა მაღაზიები, ბანკები, ზოგადი მდგაომარეობა როგორია?
მე ძირითადად ვზივარ სახლში, არსად გავდივარ, მე ისრაელის ჩრდილოეთით ვცხოვრებ, ჩემგან 20 კილომეტრში ლიბანია, ჩვენ გვაქვს ეჭვები, რომ ამ მხრიდანაც მზადდება ჩვენზე თავდასხმა. რაკეტების მოგერიება ხდება. ღაზას სექტორში, არა ფართომაშთაბიანი, მაგრამ ისრაელის საპასუხო შეჭრა მიმდინარეობს, ეს არ არის საკმარისი. ძალიან, ძალიან ცოტაა, ჩემი პირადი მოსაზრებაა, შეიძლება ბევრმა ამის გამო ქვები დამიშინოს, მაგრამ მე რაც ვნახე იმის შემდეგ, საჭიროა პლანეტიდან ღაზას სექტორის გაქრობა. რაც შეეხება, ბანკებს და მაღაზიებს, კი, მუშაობენ. საკვების პრობლემა არ არის, 10 ოქტომბრის მდგომარეობით, ჩემი ყველა საბანკო ბარათი მუშაობს და თანხის მოხსნა უპრობლემოდ ხორციელდება.
გასაგებია და ძალიან დიდი მადლობა. მიუხედავად სირთულისა, შეძელით გამოგენახათ ჩვენთვის დრო და გეპასუხათ ჩვენს კითხვაზე. ჩვენი რედაქცია და პირადად მე გილოცავთ გადარჩენას. მშვიდობას გისურვებთ!
ინტერვიუს ნახვა შესაძლებელია აქ: