დღეს და ხვალ ბუქარესტში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შეხვედრაზე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ უკრაინის, ისევე როგორც რუსეთის ზეწოლის წინაშე მდგარი სხვა პარტნიორების - ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერის გზებს.
„აქ, ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გაძლიერდეს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის, ისევე როგორც სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე დგანან - ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
შეხვედრაზე მიწვეულები არიან პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრები.