janmedi
ავერსი ნემო

ჰორმუზის სრუტე ირანის კონტროლის ქვეშ არის, - ამის შესახებ „ბასიჯის“ გასამხედროებული დაჯგუფების მეთაურმა, ჰოსეინ ტაებმა განაცხადა.

ჰოსეინ ტაების განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ახალი ომის დაწყებით, აშშ რეგიონში ირანის ისლამური რესპუბლიკის პოპულარობის შელახვას ცდილობდა, თუმცა კვლავ დამარცხდა.

„დღეს ხედავთ, რომ ჰორმუზის სრუტე ისლამური რესპუბლიკის მართვისა და კონტროლის ქვეშ არის“, - აღნიშნა „ბასიჯის“ მეთაურმა.

ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტის კონტროლთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

„სრუტეს 100%-ით ვაკონტროლებთ, მაგრამ ირანს უსიამოვნებების შექმნა შეუძლია“, - აღნიშნა ტრამპმა.

55