აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად დაინგრა. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 01:30 საათზე მოხდა.
ბალტიმორის სახანძრო სამსახურის ცნობით, ხიდის დანგრევისას შვიდი ადამიანი და რამდენიმე მანქანა წყალში ჩავარდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.