golden brand
ავერსი ნემო

ირანმა დრონებით დარტყმები ბაჰრეინის ტერიტორიაზე განახორციელა, - ინფორმაციას ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბაჰრეინის საგარეო უწყებამ ირანის მიერ მის ტერიტორიაზე დღეს დილით განხორციელებული დარტყმები დაგმო.

„ეს ბაჰრეინის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს“, - ნათქვამია ბაჰრეინის საგარეო უწყების განცხადებაში.

ბაჰრეინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ თავდაცვის უფლებას იტოვებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემზე თავდასხმის შემდეგ ირანის ტერიტორიაზე დრონებისა და რაკეტების საცავებს დაარტყა. მოგვიანებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა.

48