აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს.
პენტაგონის ცნობით, პაკეტი მოიცავს რაკეტებს „სტინგერისა“ და „ჰაიმარსისთვის“, ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, „ჯაველინისა“ და „ატ-4“-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს, სამედიცინო დახმარების ჯავშნიან მანქანებს.
აშშ-ს თავდაცვის უწყების ცნობით, ეს 2021 წლიდან ამერიკისთვის უკრაინის დახმარების რიგით 63-ე პაკეტია.