gorgia
ავერსი legi

 აშშ-მა ამერიკულ კომერციულ თვითმფრინავებს ვენესუელის თავზე ფრენა აუკრძალა, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, ფრენების აკრძალვის მიზეზი „მიმდინარე სამხედრო აქტივობასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების რისკებია“.

განცხადების თანახმად, აკრძალვა ვენესუელის დროით 2:00 საათზე ამოქმედდა და ძალაში მომდევნო 23 საათის განმავლობაში დარჩება.

ასევე, CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ვენესუელაში დარტყმების შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ მიუღია.

109