აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კანონპროექტის მიღებას 311-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი (210 დემოკრატი, 101 „რესპუბლიკელი“), წინააღმდეგ კი 112 წავიდა (ყველა „რესპუბლიკელი“). მის მიღებას კონგრესმენების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.
ახლა პაკეტი განსახილველად აშშ-ის კონგრესის ზედა პალატას, სენატს გადაეცემა ისევე, როგორც ცვლილებები სენატის კანონპროექტში HR.815 აშშ-ის საერთაშორისო დახმარების შესახებ, რომელიც თებერვალში მიიღეს. ამან უნდა გაამარტივოს პაკეტის სენატში დამტკიცების პროცედურა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ის მას ხელს მოაწერს.ა