janmedi
ავერსი ნემო

ფედერალურმა სასამართლომ დროებით დაბლოკა ბრძანება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას მრავალფეროვნების ვიზების ლატარიის ხელახლა გახსნას ავალდებულებდა. ინფორმაციას Newsweek ავრცელებს.

აშშ-ის მე-9 საოლქო სააპელაციო სასამართლოს სამმოსამართლიანმა კოლეგიამ ხუთშაბათს დააკმაყოფილა მთავრობის მოთხოვნა წინასწარი აკრძალვის შეჩერების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტს 2027 ფისკალური წლის მრავალფეროვნების ვიზების პროგრამის რეგისტრაცია 1-ელ ნოემბრამდე უნდა დაეწყო.

საიმიგრაციო იურიდიულმა კომპანიამ, Red Eagle Law-მ, რომელიც წარმოადგენს მრავალფეროვნების ვიზის კანდიდატებს, აგვისტოში უჩივლა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, სახდეპის მიერ 2027 ფისკალური წლისთვის მრავალფეროვნების ვიზის პროგრამაში რეგისტრაციის შეჩერების გამო.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ის გააგრძელებს სხვა სასამართლო დავებს, რათა გაასაჩივროს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ DV პროგრამის არაეფექტური განხორციელება.

მრავალფეროვნების ვიზების პროგრამა ყოველწლიურად 55 000-მდე ვიზას გასცემს იმ ქვეყნებიდან ჩამოსული პირებისთვის, სადაც შეერთებულ შტატებში იმიგრაციის დაბალი მაჩვენებელია. სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ახსნა-განმარტების გარეშე ვერ შეძლო 2027 ფისკალური წლის რეგისტრაციის პერიოდის გახსნა, რამაც „ფაქტობრივად გააუქმა“ პროგრამა.

მრავალფეროვნების ვიზების პროგრამა, რომელიც ფართოდ არის ცნობილი, როგორც “მწვანე ბარათის” ლატარია, 1980-იან წლებში კონგრესის ძალისხმევის შედეგად წარმოიშვა და მისი მიზანი იყო იმიგრაციის შესაძლებლობების შექმნა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც აშშ-ის იმიგრაციის სისტემაში ნაკლებად წარმოდგენილნი არიან.

მრავალფეროვნების ვიზების ლატარიის ჩაშლამ შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოიტანოს მსოფლიოს ათასობით ადამიანისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც იმ ქვეყნებიდანაა, სადაც შეერთებულ შტატებში იმიგრაციის ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. ეს ფაქტობრივად ართმევს უფლებამოსილ აპლიკანტებს მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვების შესაძლებლობას.

14 ოქტომბერს ფედერალურმა რაიონულმა სასამართლომ Red Eagle-ს წინასწარი აკრძალვა დააკისრა და სახელმწიფო დეპარტამენტს პროგრამის ხელახლა გახსნა დაავალა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, დეპარტამენტი ვალდებული იყო რეგისტრაციის პერიოდი 29 ოქტომბრამდე გამოეცხადებინა, რეგისტრაცია 1-ელი ნოემბრისთვის დაეწყო და შერჩეულ პირებს განაცხადის შეტანის უფლების შესახებ 3 დეკემბრამდე ეცნობებინა.

61