დიდთოვლობის გამო ამსტერდამის აეროპორტში ფრენები გადაიდო, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, დიდთოვლობის გამო ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტის მიმართულებით 150-მდე ფრენა გაუქმდა.
ამასთან, ჰოლანდიური ავიაკომპანია KLM-ის წარმომადგენელმა ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ შუადღისას და საღამოს დაგეგმილი 65 ფრენა გააუქმა.