რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სამთავრობო არხზე გავრცელებულ მიმართვაში რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა, რომ ისეთი არაფერია, რასაც ვერ მოაგვარებენ.
"სანქციები არის „არამეგობრული ნაბიჯები“. ხალხი მიხვდება, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ", - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა დასავლეთი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ისინი მოუწოდებდნენ თავის მოქალაქეებს, რომ ქამრები შემოიჭირიონ და თბილი ტანსაცმელი ჩაიცვან. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინი ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთი ენერგომომარაგებასთან დაკავშირებულ თავის ვალდებულებებს კვლავ ასრულებს და არ არის დამნაშავე ფასების ზრდაში.
პუტინი ამაშიც დასავლეთს ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ეს მათივე არასწორი გათვლების ბრალია“.