საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ურუგვაის პარლამენტში ურუგვაი-საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შექმნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა მიიღო.
მეგობრობის ჯგუფის დაფუძნების აქტს ხელი მოაწერეს როგორც ურუგვაის პარლამენტის თავმჯდომარემ და სენატისა და დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ურუგვაის პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, სენატის და დეპუტატთა პალატის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები და ნიკოლოზ სამხარაძე.
საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დაფუძნების საზეიმო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
„ურუგვაის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის მუდმივმოქმედი ჯგუფის შექმნა დაემთხვა ჩემს ვიზიტს, რომელიც საპარლამენტო დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტია ურუგვაის რესპუბლიკაში. მუდმივმოქმედი მეგობრობის ჯგუფის შექმნა, რომელშიც პარლამენტის 11 წევრია გაერთიანებული, ადასტურებს, რომ საქართველოსა და ურუგვაის შორის საპარლამენტო და, ზოგადად, ორმხრივი ურთიერთობები დინამიkურად ვითარდება და ჩვენ მყარი პარტნიორობა გვაქვს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.