
სტარტაპერების ნაწილი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ქართველი სტარტაპერები რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით, 10 წლის განმავლობაში. აქედან, პირველი 3 წლის განმავლობაში ისინი ნულოვანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან.
ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არიან დაკავებული. მთლიანობაში ეს ინიციატივები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების განვითარებას ქვეყანაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.