უკრაინამ ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი”, ასევე მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი და მისი ძმა დავით გაიაშვილი დაასანქცირა. სანქცირების შესახებ გადაწყვეტილება დღეს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდ sanctions.nazk.gov.ua-ზე გამოქვეყნდა.
გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვლადიმირ პუტინის განკარგულების შემდეგ, 20 მაისიდან "ჯორჯიან ეარვეისმა" თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო, ამასთან მითითებულია, რომ გაიაშვილების საკუთრებაში არსებული კომპანიები საქართველოში ჰენდლინგურ მომსახურებას უწევენ რუსულ ავიაკომპანიებს "აზიმუტსა" და "რედ ვინგსს".
უკრაინამ ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” დაასანქცირა
478
|