თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლას 5-ჯერ აძვირებს, - ამის შესხებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 7 ოქტომბრიდან შევა, რომლის შედეგადაც, თურქეთის საერთო შემოსავალი 40 მლნ-დან 200 მლნ დოლარამდე გაიზრდება.
"2022 წლის 7 ოქტომბრიდან რეგულაციის ძალაში შესვლით, მიმდინარე შემოსავალი 40 მილიონი დოლარიდან 200 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, შუქურების, მაშველების მომსახურებისა და ჯანდაცვის საფასურის ხუთჯერ გაზრდით",- წერია განცხადებაში
ცნობისთვის, შეთანხმების მიხედვით, თურქეთს უფლება აქვს გადაიხადოს სრუტეებში გამავალი გემებიდან შუქურების, ევაკუაციისა და სამედიცინო მომსახურების საფასური.