წყალტუბოში, სოფელ ოფურჩხეთში ნამოხვანჰესის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ადგილობრივები ჰესის მშენებლობას ითხოვენ და მათზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან მათზე ბულინგი და ფიზიკური ძალადობა ხორციელდება.
ადგილობრივების თქმით, მათ არ ეძლევათ სათანადო მუშაობის შესაძლებლობა. ისინი დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, თუ არ მოხდება მათი უსაფრთხოების დაცვა, ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.